Home » მთავარი » დასავლეთ ავტრალიაში მოსახლეობას გადასახადები გაუყინეს

დასავლეთ ავტრალიაში მოსახლეობას გადასახადები გაუყინეს

დასავლეთ ავსტრალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის ხელისუფლებამ ყველა გადასახადი გაყინა.  საუბარია

როგორც კომუნალურ გადასახადებზე, ასევე   საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საგანგებო სიტუაციების მომსახურების გადასახადზე, რომლებიც 2021 წლის ივლისამდე აღარ გაიზრდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე მოსახლეობის ნაწილი 2020 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადს არ გადაიხდიან.

დასავლეთ ავსტრალიის შტატში  კორონავირუსით ამ დრომდე 28 დაინფიცირებულია,  ერთი ადამიანი კი გარდაცვლილი.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე – ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ...