Home » მთავარი » დასაქმებულთა სიკვდილიანობით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა

დასაქმებულთა სიკვდილიანობით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა

საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დასაქმებულთა სიკვდილიანობით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სახელმწიფო რეგულაციებს აწესებს. კომპანიებს, რომლებიც არ იზრუნებენ დასაქმებულის შრომის უსაფრთხოებაზე, 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. რეგულაციების მიხედვით, დამსაქმებელი ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მის მოვალეობებში  ამა თუ იმ საწარმოში მხოლოდ ნებაყოფლობით შესვლა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება და რეკომენდაციების გაცემა შედიოდა.  ამ დეპარტამენტს არსებობის დღიდან  400-მდე საწარმოსა და ორგანიზაციისთვის აქვს არასავალდებულო რეკომენდაციები გაცემული.  თუმცა მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა შეასრულა ეს მითითებები.  ამჟამად ამ დეპარტამენტს, როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვერნა,  მიენიჭება უფლება,  გაუფრთხილებლად შევიდეს ჯანმრთელობისათვის მავნე საწარმოებში და სავალდებულო ხასიათის კვლევის შედეგად გასცეს რეკომენდაცია და თუ არ შესრულდა, დააწესოს სანქცია.

Facebook Comments
x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...