Home » მთავარი » დასაჩქარებელი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანება!

დასაჩქარებელი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანება!

ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნატელაშვილი ეხმიანება:

-“დიპლომატის, ელჩის ხელშეუხებლობა, უდიდესი საკაცობრიო მიღწევაა საერთაშორისო ურთიერთობათა მდუღარე სისტემაში. სახელმწიფოთა შორის ომის შემთხვევაშიც კი დიპლომატიური იმუნიტეტი ინარჩუნებს ძალას. შემძრა თურქეთში, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანდრეი კარლოვის, პირდაპირ ეთერში დახვრეტის კადრებმა.

ვგმობ ჩადენილ ტერაქტს, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული დიპლომატის ოჯახს. სამწუხაროდ ამგვარმა პროცესებმა, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ისეთი მსოფლიო ხანძარი დაანთოს, რომ მერე თითზე კბენანი გვიან იყოს. ამიტომაა დასაჩქარებელი ტერორიზმის,სეპარატიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანება.

სხვათა შორის ასევე,ტელეკამერების წინ დახვრიტა ენგურზე, გიგა ოთხზორია რუსმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც შემდგომ დააწინაურეს კიდეც, არადა იურიდიულად თუ მორალურ-ზნეობრივად რა განსხვავებაა რუსეთის ელჩის მკვლელსა და გიგას მკვლელს შორის? არავითარი .

იმედია მაინც სამართალი გაიმარჯვებს,ყველგან და ყველასთან.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...