Home » მთავარი » “დაუნდობელი ბრძოლის მოწმე გავხდებით, რომელსაც კოჰაბიტირებულთა ღალატი გადაწყვეტს…”

“დაუნდობელი ბრძოლის მოწმე გავხდებით, რომელსაც კოჰაბიტირებულთა ღალატი გადაწყვეტს…”

იმედა გოგავა

“რესპუბლიკური პარტია” . სამტრედია.

-“მოგილოცავთ იბერიელებო, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კოჰაბიტირებული ხელისუფლება გვყავს…
ამაყები, გაწვრთნილები, გამოცდილები და გამობრძმედილები…
საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებულმა მეოცნებეებმა საკონსტუტუციო სასამართლოს შეფად მამალი ნაციონალი, იუსტიციის ძებნილი ექსმინისტრის ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი აირჩია…
აკი დამთავრდა კოჰაბიტაციაო?!
აკი, აწი იწყება აღმასვლა, განახლება, სწრაფი განვითარება და აგუგუნებაო?!
საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსდა და დემოკრატიიდან ავტორიტარიზმამდე დარჩენილ ნახევარ ნაბიჯსაც, იმედია, სირბილით გავივლით…
კარგად გვესმის თქვენი…
კარგად გიცნობთ…
შოუ…
იაფფასიანი შოუა თქვენი ჩინოვნიკობა, მაგრამ ერთხელაც დაეშვება ფარდა…
ერთხელაც შეწყდება “ორკესტრი კოსმიური”…
მეტს ვეღარ გავაგრძელებ…
ახლო მომავალში უშეღავათო ბრძოლის მოწმენი გავხდებით…
დაუნდობელი ბრძოლის, რომელსაც კოჰაბიტირებულთა ღალატი გადაწყვეტს…
ღალატს მარცხი მოჰყვება, მარცხს – უკან, წარსულში დაბრუნება…
მთელს ამ ორომტრიალში ფინალი ლოგიკური იქნება, რადგან ქვეყანასთან ერთად ყველანი დავმარცხდებით…
ყველანი, ერთის გარდა..”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...