Home » მთავარი » დაუნის სინდრომი არ არის დაავადება! – “ლამპარელებმა” გულით შეიგრძნეს დღევანდელი დღე

დაუნის სინდრომი არ არის დაავადება! – “ლამპარელებმა” გულით შეიგრძნეს დღევანდელი დღე

21 მარტს რუსთავის სკოლა „ლამპარში“, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა, ღონისძიებას სკოლის დირექტორი თეიმურაზ მენაფირე დაესწრო.

2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, როდესაც ქრომოსომათა დიპლიოდურ ნაკრებზე დამატებულია ერთი ზედმეტი ქრომოსომა,რასაც ტრისომია ჰქვია. ტრისომია შეიძლება შეეხოს როგორც სომატურ, ასევე სასქესო ქრომოსომებს.

დაუნის სინდრომის დროს ტრისომია ეხება 21-ე ქრომოსომას. ეს დღე, 21 მარტი, სიმბოლურად არის შერჩეული. 21- როგორც სიმბოლო ქრომოსომებისა, ხოლო მარტი (მესამე თვე)- როგორც ტრისომიული მოვლენის. ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება, არ არის გენეტიკური და შესაბამისად ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს.

კარგი იქნება მავანმა და მავანმა კარგად შეიგნოს, რომ “დაუნი” არ შეიძლება იხმარებოდეს სალანძღავ სიტყვად, რადგან ჯონ ლენგდონ დაუნი იყო სწორედ ის ინგლისელი ექიმი,  რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ბავშვები არიან ჭკვიანები, ნიჭიერები და უსაზღვროდ მოსიყვარულეები. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება ! ის არის გენეტიკური ცვლილება! 21 მარტს იმართება მრავალი ღონისძიება, რომლებიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში, სტუდენტებს და არა მხოლოდ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მივიდნენ ამ ბავშვებთან და გაუხალისონ დღე. ასევე გადაიღონ ფოტოები წინდებით ხელში, რაც ქრომოსომების სიმბოლოა.

უკვე რამოდენიმე წელია უამრავი ადამიანი უერთდება ამ კეთილ საქმეს რადგან “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.”

“ლამპარელებმა” ამ დღისთვის კედლის გაზეთებიც გამოუშვეს, ფერადი წინდებიც დაახატეს და ღონისძიებაზე წარმოსათქმელი სიტყვებიც მოამზადეს, მოსწავლეებმა მართლაც რომ გულით შეიგრძნეს დღევანდელი დღე და ყურადღებითაც უსმენდნენ პედაგოგებს.

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...