Home » მთავარი » დაუსრულებელი ტენდერები და სამინისტროების ათეული

დაუსრულებელი ტენდერები და სამინისტროების ათეული

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა თუ როგორ ხდება სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება, რამდენია უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში და ამ მიზნით  შეწყვეტილი,  არ შემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული სახელმწიფო შესყიდვების მაჩვენებელი. ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად, ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა.

2016 წლის მონაცემების კვლევის საფუძველზე, ორგანიზაციამ განაცხადა, 2016 წელს შესყიდვების დაახლოებით მესამედი- 30% უშედეგოდ დასრულდა. დაუსრულებელი ტენდერების ყველაზე ხშირი მაჩვენებელი კი შემდეგ სტრუქტურებს აქვთ:

  1.  თავდაცვის სამინისტრო – 41,23%
  2. სასჯელაღსრულების სამინისტრო – 36,76%
  3. საქართველოს რკინიგზა – 36,18%
  4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო -32%
  5. შინაგან საქმეთა სამინისტრო – 31,59%
  6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო -29,70%
  7. ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 29,49%
  8. იუსტიციის სამინისტრო -28%
  9. შემოსავლების სამსახური – 28%
  10. თბილისის სატრანსპორტო კომპანია -27%

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, “2016 წლის მონაცემებით ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების დაახლოებით მეოთხედი 23.7% და 28.5% უშედეგოდ დასრულდა. უშედეგოდ დასრულდა კონსოლიდირებული ტენდერების 16.1% და კონკურსების 51.2%. მსხვილი შემსყიდველი 20 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 15-ის შემთხვევაში უშედეგოდ დასრულებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში 20%- ზე მეტია”.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაუსრულებელი  ტენდერების მაღალი მაჩვენებელი უწყებების მიერ შესყიდვების დაგეგმვა-ორგანიზებასა და მოთხოვნების შეუსაბამოდ ჩამოყალიბებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე და ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...