Home » მთავარი » „დაუშვებლად მიგვაჩნია, საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა“

„დაუშვებლად მიგვაჩნია, საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა“

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს.

“ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს ადამიანმა დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან  მუხთრალის შემთხვევაში სწორედ მსგავსს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფგან მუხთარლი საზღვრის გვერდის ავლით რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუაყროფთ, ზემოხსენებულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამ ვერსიის უტყუარობა და ავთენტურობა. ასევე ის ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანის მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს.

ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოქალაქეებისა და ზოგიერთი ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისამდი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია, საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალმდაცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ.

ჩვენ ქვეყანაში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და სახელწმიფო არასდროს დაინტერესებულა მათი აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებსაც არასდროს მოუმართავთ საქართველოს შსს-ითვის ოფიციალური ან არაოფიციალური თხოვნით, პოლიტიკური შეხედულებების გამო აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვაზევ ან სამშობლოში მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით.

არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა შესაბამისი უწყებებისადმი რაიმე მიმართვა მისი პირადი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ” – განაცხადა მღებრიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...