Home » ეს საინტერესოა » დაუჯერებელია, მაგრამ…პარანორმალური ადგილები დედამიწაზე

დაუჯერებელია, მაგრამ…პარანორმალური ადგილები დედამიწაზე

ზურა ხვიჩია

პარანორმალური ადგილები დედამიწაზე – დაუჯერებელია, მაგრამ…

ბერმუდის სამკუთხედი  მდებარეობს ატლანტის ოკეანეს რაიონში, აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს.

ამ ადგილის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა.  უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები და თვითმფრინავები, ზოგჯერ წყალქვეშა ნავები. ამ ადგილს უწოდეს „ატლანტიკის სასაფლაო

. ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუბძული  რის შედეგადაც აქ ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქ იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. სადაც ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

     გემებისა და თვითმფრინავების გაუჩინარებას ბევრი სხვადასხვა თეორიებით ხსნიან ზოგი უცხოპლანეტელებს ზოგი კი სხვა განზომილებას აბრალებს, თუმცა რეალური მიზეზი არავინ არ იცის.

     ყველაზე გახმაურებული  და შემაძრწუნებელი ფაქტი  ფიქსირდება ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით , თვითფრინავის ეკიპაჟმა უცნაური სიტყვები მოისმინა:

      ” „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“”. ეს იყო პირველი რეალური ფაქტი Flight 19-ის გაუჩინარების შესახებ.

    ასევე სხვადასხვა ცნობების მიხედვით  იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა.

 უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ.

  თოჯინების კუნძული     მდებარეობს მექსიკაში Xochimilco-ს არხებში  კუნძული ერთი შეხედვით მისტიკურია და ცრურწმენებთან ასოცირდება .    რადგან თითქმის ყველა ხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს გაფორმებულია ძველი, დასახიჩრებული თოჯინებით,

ლეგენდა დაკავშირებულია Julián Santana რომელიც ამ კუნძულზე 50 წლის წინ ცხოვრობდა მართალია მას ჰყავდა ცოლშვილი მაგრამ იგი ამბობდა რომ მას სტუმრობდა პატარა გოგონას სული რომელიც მდინარეში დაიხრჩო ჯულიანი, როგორც კი მდინარეში მოტივტივე თოჯინას დაინახავდა, იღებდა და ხეზე აბამდა.  ამით მას სჯეროდა, რომ ისინი ეშმაკისგან დაიფარავდენენ. ამ ყველაფრის გამო ჯულიანს ყველა გიჟად თვლიდა.

 2001 წელს ჯულიანი იმავე მდინარეში დახრჩობილი იპოვეს რომელშიც ის პატარა გოგო დაიხრჩო.

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ გახდა ეს კუნძული ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, თითქოსდა იქ ჩასულებს თოჯინები ეჩურჩულებიან და ისინი მდინარეში დახრჩობილი გოგონას ენერგიით არიან სავსე.

           იაპონიაში არის ადგილი, რომელსაც აოკიგაჰარა ს– თვითმკვლელთა ტყეს  ეძახიან .

ეს არის ადგილი სადაც არც იმდენად მჩიდროდაა ხეები ერთმანეთს მიბჯენილი რომ ტყეში არც ცხოველებია და არცქარიც კი არ ქრის,  ეს ადგილი მთა ფუჯის ჩრდილი-დასავლეთით მდებარეობს .

ამ ტყესთან დაკავშირებულია ბევრი იაპონური თქმულება დემონებსა თუ ბოროტ სულებზე .

   ეს ადგილი ცნობილი გახდა თვითმკვლელების მიმზიდველობით.  წელიწადში 100–ზე მეტი ადამიანი მიდის ტყეში და უკან აღარ ბრუნდება. ტყე იმდენად უღრანი და დაბურულია, პოლიცია ხშირ შემთხვევაში უკვე დიდი ხნის ჩამომხრჩვალ სხეულებს პოულობს.

 ტყე თვით მკვლელებისთვის საინტერესო გახდა 1960 წელს როდესაც,  სეიჩო მაცუმოტოს პოპულარული რომანის “Kuroi Kaiju  გამოვიდა, წიგნში აღწერილი იყო შეყვარებული წყვილის ისტორია რომლებიც ამ ტყეში იკლავდნენ თავს .

თვითმკვლელობის ყველაზე აქტიური პერიოდი არისმარტი.

   მაგრამ ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს , ტყე რომელშიც ბევრი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს ბევრისთვის ტურისტული ზონაა და ამ მისტიკური უცნაურობის გამო  კარგ დასათვალიერებელ ადგილად ითვლება , თუმცა ხშირი ყოფილა შემთხვევა როვცა ტურისტებიც დაკარგულან ამ საიდუმლოებით მოცულ ტყეში.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...