Home » ეს საინტერესოა » დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-გოგონა, რომელსაც ექიმებმა სიკვდილი უწინასწარმატყველეს…

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-გოგონა, რომელსაც ექიმებმა სიკვდილი უწინასწარმატყველეს…

ექიმებმა ოჯახს ჯერ კიდევ გოგონას დაბადებამდე უTხრეს, რომ ბავშვი დეფექტით დაიბადებოდა, მაგრამ დედის დაჟინებული მოთხოვნით ბავშვი დაიბადა. ექიმები მართლები აღმოჩნდნენ, ჯულიანას დაბადებიდან სახეზე არც ერთი ძვალი არ ჰქონდა. მედოკოსებმა მშობლებს-ტომ და ტამი ვიტმორებს უთხრეს, რომ ბავშვი ვერ იცოცხლებდა და უმჯობესი იქნებოდა თუ სახლში არ წაიყვანდნენ, მაგრამ მშობლებმა ამაზეც უარი თქვეს და გოგონა ოჯახში წამოიყვანეს, იქამდე კი 16 დღე ინკუბატორში სიკვდილს ებრძოდა. სახლში მას სითბოს, მზრუნველობას და სიყვარულს არ აკლებდნენ.

უამრავი ოპერაცია გაუკეთეს და კიდევ გეგმავენ ქირურგიულ ჩარევებს, შედეგი დიდი ვერაფერი მიიღეს, მაგრამ დედ-მამა მაინც იმედიანად არიან.

ჯულიანა კი გაიზარდა, ექიმების გაოცებას საზღვარი არ აქვთ, ისინი ვერ ხსნიან თუ როგორ ცოცხლობს დღემდე გოგონა. მიუხედავად და-ძმის და მშობლების დიდი სიყვარულისა, ჯულიანა მაინც დათრგუნული იყო და განიცდიდა, რომ ის ასეთი განსხვავებულია, მაშინ მშობლებმა მოიძიეს, რომ ასეთივე დეფექტით დაბადებული გოგონა ცხოვრობდა უკრაინაში, რომელიც მშობლებმა დაბადებიდანვე მიატოვეს, ბევრი არც უფიქრიათ და ეს გოგონა იშვილეს.

დღეს ჯულიანა და მისი და ერთმმანეთს ყველა სიძნელის გადალახვაში ეხმარებიან.

ჯულიანას ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება და ყოველი ოპერაციის შემდეგ ექიმებთან სირათებს იღებს.

Facebook Comments
x

Check Also

“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან”

საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ...