Home » მთავარი » …და მაინც, ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები“ ?

…და მაინც, ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები“ ?

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

როგორც შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცხადებს, „საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს“

„საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია, ზოგან როგორ არის, ზოგან – როგორ, თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია, რომ მოხდა პოზიციების თანხვედრა, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა დავაბალანსოთ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოება.

ჯერ არ ყოფილა კონკრეტული მსჯელობა თუ ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები“ და აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე მომავალ კვირას გაგრძელდება.რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ“ – განაცხადა ხუციშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...