Home » მთავარი » “დედაჩემი 9 აპრილს საქართველოსთვის მოიწამლა რუსული გაზით, მამაჩემი საქართველოსთვის დაიღუპა აფხაზეთის ომში და მე ვიბრძოლებ მეხუთე კოლონის გასაძევებლად!”

“დედაჩემი 9 აპრილს საქართველოსთვის მოიწამლა რუსული გაზით, მამაჩემი საქართველოსთვის დაიღუპა აფხაზეთის ომში და მე ვიბრძოლებ მეხუთე კოლონის გასაძევებლად!”

ბესო შენგელია

არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორი”

მეგობრებო, ვთვლი რომ ზუსტად ახლაა ის მომენტი გავიაზროთ თუ რა ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში, პირადად მე ვამაყობ, რომ ვარდების რევულიციის თაობას წარმოვადგენ, თაობა რომელმაც გაიმარჯვა სიბნელესა და მონობაზე, თაობა რომლისთვისაც მთავარი ღირებულებებია, თაობა რომელმაც დაასრულა რუსული მმართველობა და დასავლური ღირებულებების წარმატებული საქართველოს შენება დაიწყო, ამ ბრძოლის მთავარი სულის ჩამდგემელი და ლოკომოტივი მიხეილ სააკაშვილი იყო, პოლიტიკოსი რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო და სახელმწიფო ინსტიტუციები გამართა.

  და რა ხდება დღეს იმ პირობებში როცა ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი დევნის მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვემიჯნებით მას?! არავართ სოლიდარულები და ერთიანები იმ ლიდერის მიმართ რომელმაც საქართველო მსოფლიო რუქაზე დააბრუნა?! მოდით ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, ღირებულებებთან და იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან რომლის გამოც ვიბრძოდით ამდენი წლის განმავლობაში უნაგაროდ, მე პირადად არასდროს არაფერი დამიკლია ამ ბრძოლისთვის და ვთვლი რომ დღევანდელი დღეც იგივე ბრძოლაა რაც 9 აპრილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, დიახ ვთვლი რომ დედაჩემი 9 აპრილს ამ საქართველოსთვის მოიწამლა რუსული გაზით, მამაჩემი ამ საქართველოსთვის დაიღუპა აფხაზეთის ომში და მე მუხლჩაუხრელად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ ივანიშვილისა და მისი მეხუთე კოლონის გასაძევებლად ამ ქვეყნიდან. ეს მხოლოდ ენმ-ს შეუძლია, ისეთ ენმ-ს რომელიც ქვემოდან ზევით იმართება, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია და რომელიც თითოეულ მხარდამჭერზეა ორიენტირებული.

მე მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილის იდეას ფართომასტაბიანი ყრილობის მოწვევის თაობაზე და მთელი ჩვენი ორგანიზაცია ,,აპრიორი” მუდამ იბრძოლებს ამ ღირებულებებისა და იდიალებისათვის! დიდება გმირებს!!!!! დიდება საქართველოს!!!!!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments