Home » მთავარი » დედა-სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელების მადლობის წერილი

დედა-სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელების მადლობის წერილი

გაუმარჯოს ჩვენს მშობლიურ მიწა–წყალს, საქართველოს!

რამდენი ხანია რაც ჩვენი ძმა, ბატონი ზვიად ტომარაძე

გაუჩერებლად ზრუნავს ფერეიდნელი ქართველებისთვის, განახორციელოს პროექტები სადაც ფერეიდნელები დაისწავლიან ქართულ ენას, ქართულ სიმღერას და ფანდურზე დაკვრას.

ჩვენ ფერეიდნელი ქართველები უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ყველა იმ პიროვნებას დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული ყველა გულკეთილ პედაგოგამდე, რომლებიც ამ სასარგებლო პროექტს მართავენ და ასე მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები ფასდაუდებელი სიკეთეა ჩვენთვის.

ჩვენ ფერეიდნელი ქართველები არავითარ შემთხვევაში არ დავივიწყებთ ამდენ სიკეთეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ასეთი პროექტების განხორციელების შედეგი იქნება აქაური და იქაური ქართველების ერთმანეთთან დაახლოება.

ისე როგორც დედა შვილს არ დაივიწყებს, საქართველოც ჩვენ არ დაგვივიწყებს, რადგან ჩვენ დედა სამშობლოს დაკარგული შვილები ვართ.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...