Home » მთავარი » დედის სიტყვები, რომელმაც მსოფლიო შეძრა…(ვიდეო)

დედის სიტყვები, რომელმაც მსოფლიო შეძრა…(ვიდეო)

ეს ფოტო ინტერნეტში 5 წლის კაინოუს დედამ, შანა ნიჰაუსმა გამოაქვეყნა და თან მინაწერი დაურთო, რომელმაც სულის სიღრმემდე შეძრა სხვადასხვა ეროვნების, სქესისა და ასაკის ადამიანები.

კაინოუ აუტისტია — თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც ყველას არ უშვებს. სპეციალურად მისთვის მომზადებული ძაღლი, სახელად ტორნადო კი სიხარულით მიიღო და პირველად აატირა დედა ბედნიერების ცრემლებით. აი რას წერს შანა ნიჰაუსი:

ხედავთ, რა ხდება ამ წუთას?

https://www.youtube.com/watch?v=oky5CLv6H6I

ასეთი რამ მანამდე არასდროს განმიცდია. გუშინ ჩემი  ხუთი წლის აუტისტი ბიჭი პირველად შეხვდა ტორნადოს — ძაღლს, რომელსაც სპეციალურად წვრთნიდნენ აუტისტი ბავშვების დასახმარებლად.  ჩვენ ამერიკელები ვართ, მაგრამ იაპონიაში ვცხოვრობთ და მთელი ორი წელი ვემზადებოდით ტორნადოსთან შესახვედრად. ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, როგორ უყურებს დედა თავის შვილს; შვილს, რომლის არც ჩახუტება შეუძლია, არც ბანაობა, არც ჩაცმა, არც მიალერსება ან უბრალოდ შეხება.  ახლა კი ბავშვი თავისი ნებით ეხუტება ძაღლს და უთქმელად გამოხატავს სითბოს.

ეს იმ დედის სახეა, რომელსაც დღემდე უთვალავჯერ აქვს ნანახი შვილის ამაო, ფუჭი მცდელობა, ეპოვნა მეგობარი — ნებისმიერი მეგობარი. ვინმე მაინც.

ეს დედა თვეობით მჯდარა ცხარე ცრემლებით მტირალი შვილის საწოლთან ღამღამობით, რომელიც უბრალოდ იმიტომ ქვითინებდა, რომ ამქვეყნად არავინ ჰყავდა ოჯახის გარდა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ ცვლიდა მის სამყაროს… ახლა კი ეს დედა შვილის უკან ზის და უსიტყვოდ ადევნებს თვალს ამ განსაკუთრებულ მომენტს სუნთქვაშეკრული და დამუნჯებული.

ეს წუთი ნამდვილად ღირს ჩემი ბიჭისთვის გადატანილ ყველა ბრძოლად, ყველა დიაგნოზად, ყველა დახარჯულ დოლარად, თითოეულ შევსებულ ფურცლად, ცრემლის ყველა წვეთად, ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯად და მერე უკან დახევად და ყველა ეჭვად.

არ ვიცი, როგორ გადმოვცე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტორნადოს წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე უამრავჯერ მინახავს ჩემი შვილის მძიმე და მტკივნეული დღეები და კიდევ უფრო უამრავჯერ მიტირია ამის გამო. გუშინაც ვტიროდი, ოღონდ სხვა მიზეზით. ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია“.

წყარო: sputnik-georgia.com

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...