Home » მთავარი » “დეკანოზი ბრძოლას ბოლომდე აპირებს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“

“დეკანოზი ბრძოლას ბოლომდე აპირებს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“

დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. მისი მოქმედი ადვოკატების გარდა, საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო ადვოკატები, რომელთა საქმეში დარჩენის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა.

პროცედურულად ხვალინდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავენ. როგორც ცნობილია, შესავალი სიტყვით სასამართლოსთვის მხარეებს წინა ორ სხდომაზე უნდა მიემართათ, თუმცა ეს ვერც ერთხელ ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი სხდომა 5 მაისს დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა, ხოლო მეორე სხდომა – 19 მაისს სახაზინო ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რათა ისინი საქმის მასალებს გაცნობოდნენ.

„რეალურად, საქმის არსებითი განხილვა ხვალიდან იწყება. პირველ და მეორე სხდომაზე ჩვენ ვერ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შესავალი სიტყვა წარმოგვეთქვა. დეკანოზი დაესწრება სხდომას, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სხდომის გახსნილობას მოითხოვენ, დეკანოზის საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება.

Facebook Comments
x

Check Also

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ...