Home » მთავარი » დემურ გიორხელიძე მთავრობას მიმართავს-“საუკეთესო მიზნით ვწერ!”

დემურ გიორხელიძე მთავრობას მიმართავს-“საუკეთესო მიზნით ვწერ!”

დემურ გიორხელიძე

საქართველოს მთავრობას მივმართავ!

2010 წლის 21 ივლისს აშშ-ში მიღებული კანონის:
THE DODD-FRANK WALL STREET REFORM AND CONSUMER PROTECTION ACT ‘
ანუ
“დოდდ-ფრენკის კანონი უოლ-სთრითის რეფორმისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”
იცით?!

როგორ შეიცვალა აშშ-ში რეგულირების მთელი სისტემა იმ საშინელი რეცესიის შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ განვითარდა, იცით?! ჩვენ დღესაც პრობლემებში ვართ, ვერ გამოვდივართ ამ ჩაკეტილი წრიდან

რა?!
ქართული საბანკო მახინჯი სისტემა ხელშეუხებელია და ხელისუფლებას და საზოგადოებას მათი კრიტიკის და უკეთესის მოთხოვნის უფლება არა აქვს, ამერიკელები კი უოლ-სთრითის რეფორმას აკეთებენ.. რატომ?!

სანამ ეს სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია, იარსებებს საქართველოში,
მანამ ეკონომიკა ადგილიდან ვერ დაიძვრება და
მთავრობასაც ძალიან ცოტა დრო აქვს იმისათვის, რომ
საქმე მკვდარი წერტილიდან დაძრას…

მექანიზმი განვითარებისა ან გაეშვება თქვენი მეშვეობით,
ანდა ეს ჭაობი ამ მთავრობასაც მოინელებს შედეგის გარეშე!

ღმერთია მოწმე,
საუკეთესო მიზნით ვწერ!
წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ იცოდეთ –
წარუმატებლობის დიდი შანსი გაქვთ, თუ არაფერს შეცვლით და… თუ არაფერს შეცვლით, –
ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ!

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...