Home » მთავარი » დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  მთავარი პროკურატურა  განცხადებას ავრცელებს.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცემისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს – დავით სტურუას.
დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება“.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...