Home » მთავარი » დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება!

დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება!

მოძრაობა „თეთრი ხმაური” დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავს.

„22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას აიძულებდნენ, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციისთვის მინიჭებული ძალაუფლება აჭარბებს გონივრულ და ლეგალურ ფარგლებს. ის, რაც ნარკოპლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში, მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებზე, პოლიციური კონტროლის, ძალადობისა და შანტაჟის მექანიზმს წარმოადგენს. ეს მექანიზმები განსაკუთრებული სიმკაცრით საჯარო სივრცის მიღმა მყოფ ადამიანებს უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს კი რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენენ. დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ მასზე განხორციელებული პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

14045915_10154428093457363_7187757767846805029_n

დღესვე ხმაური იყო სამტრედიის პოლიციასთან, სადაც   არასამთავრობო სექტორი 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებდა. მოქალაქეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს, რასაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათი დაკავების მცდელობა მოჰყვა. თუმცა ამის სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანება უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი.

-„საბრალო სამტრედიელი ახალგაზრდა, დემურ სტურუა, რომელიც ემსხვერპლა პოლიციის მხრიდან ძალადობას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არ ვიცი რა უნდა იყოს ამაზე დიდი ტრაგედია საზოგადოება რომ გამოფხიზლდეს და უმკაცრესად მოთხოვოს ხელისუფლებას დაისაჯოს მკვლელი ზონდერ პოლიციელი? ნუთუ ასე სულ ერთია ჩვენთვის ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე? ასე გაგვიცივდა გულები? მაინც და მაინც ჩვენი ოჯახის წევრს უნდა ეხებოდეს რომ გავბრაზდეთ და ავღშფოთდეთ? თუ სანამ ციხის კადრების მსგავსად ჩვენი თვალით არ ვნახავთ სახლებში უნდა ვისხდეთ?
თითოეული ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, დამნაშავის დასჯა კი არა, არამედ არაერთი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგებოდა. აქ კი რახდება?
ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, გამორიცხულია რომ გამოიძიონ ეს ფაქტი, იმის გამო, რომ იმ პოლიციელს კახა კალაძე მფარველობსო. ახლობლობამ, ნათესაობამ და დაუსჯელობამ დაღუპა წინა ხელისუფლება და იგივე ბედი გელით თქვენც, საბრალოებო!
გიორგი მღებრიშვილის განცხადება მახსენდება, პოლიციის დისკრედიტაცია მიმდინარეობსო რომ ამბობდა. რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს ზონდერ პოლიციელებმა, რომ მსგავსი განცხადება არ გაკეთდეს მინისტრის მხრიდან? იქნებ მართლაც არსებობს პრობლემა? მაგრამ თქვენთვის ხომ ადამიანის სიცოცხლე არაფერია თქვენ იყოთ ოღონდ კარგად!“

  შეგახსენებთ, რომ სოფელ დაფნარის მკვიდრმა 22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიზეზად ახალგაზრდა სიკვდილამდე დაწერილ წერილში სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დემურ სტურუას ახლობლებმა გარდაცვლილის კიდევ ერთი წერილი იპოვეს. გარდაცვლილის დედამ სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...