Home » მთავარი » დიაგნოზი – პოლიტიკური მეხსიერების განგრენა

დიაგნოზი – პოლიტიკური მეხსიერების განგრენა

დემურ გიორხელიძე

ქართული საზოგადოების საკმაო ნაწილს
პოლიტიკური მეხსიერების
აქვს, აშკარაა!

ეს რა წიაქი ატყდა!
არიქა,…
პოლიტიკურმა ლიდერებმა პარტიები დატოვესო,
ვიღაც მაგარმა პარტიები დაშალაო და…
დითირამბები, დითირამბები, დითირამბები…

არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა!

ერთი პარტია კაი ხნის გარდაცვლილი იყო…
თითქმის ნულოვანი რეიტინგით!
მიხეილ სააკაშვილმა გააცოცხლა 2003-2004 წწ.-ში;
მერე ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი ფინანსური ინექცია
გაუკეთა,ლანგარზე მიართვა პოსტები და “გავლენები” აჩუქა.

მეორე პარტია ხელოვნურად შექმნილი იყო და დღიდან შექმნისა, ერთ კატასტროფულ შეცდომას მეორეს უმატებდა მუდმივად, ჩაიკეტა საკუთარ “დიპლომატიურ”-მეგობრულ წრეში და მიუხედავად იმისა 5 სამინისტრო და ა.შ. მიართვეს, საქმეს თავი ვერაფერს დაადგა და… გაქრა, რადგან არსებობას პარტიის სახით აზრი აღარ ჰქონდა…

ამ ლიდერებიდან არცერთს ერთი პროგრესული ნაბიჯიც კი
არ გადაუდგამთ! პოლიტიკურად იმდენად შეუმდგარები იყვნენ, რომ ხელისუფლებაში მძლავრად პოსტდაკავებულები, საკუთარი კარიერის და ვითომ-პარტიის მომავალზე ზრუნვის მეტს ვერაფერს ფიქრობდნენ…

აი, ესაა პოლიტიკური იდიოტიზმი –
ხელისუფლებაში რომ ხარ, უზარმაზარი პოსტები გიკავია და…
რაიმე საქმის კეთების ნაცვლად, მომავალ რაღაც უაზრობაზე ფიქრობ!

შედეგი დაიჭირეს…
ვინაა დამნაშავე?
ცხადია, მათი აღმზევებლები…
ქართველი ხალხისთვის არაფერი იყო გაურკვეველი…

შედეგი:
ქვეყანა უამრავი პრობლემის წინაშეა!

კიდევ არაერთმა ე.წ. ვითომ-პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ელემენტარული გონიერება გამოიჩინოს და საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სცენა გაასაუფთაოს პოლიტიკიდან უკანმოუხედავად წასვლით… წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზე სამარცხვინო დასასრული ელით…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...