Home » მთავარი » „დიდების მემორიალის“ ავტორია ტონი კალანდარიშვილი და არავის მივცემთ საავტორო უფლების დარღვევას!

„დიდების მემორიალის“ ავტორია ტონი კალანდარიშვილი და არავის მივცემთ საავტორო უფლების დარღვევას!

დღეს სააგენტოზე გამოქვექნებულ მასალას-„თინა ელბაქიძე: მერაბ ბერძენიშვილი 2009 წელს მოკლეს!“არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილის ქალიშვილი, ნინო კალანდარიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „დიდების მემორიალის“ ავტორი სწორედ მამამისი იყო, ხოლო მერაბ ბერძენიშვილი თანაავტორი გახლდათ.

ნინო კალანდარიშვილი

საავტორო უფლების მემკვიდრე

მე ვარ არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილის შვილი…მამა იყო ავტორი და მერაბი თანაავტორი „დიდების მემორიალის“. ამის არ დაფიქსირებით არღვევთ  მამაჩემის საავტორო უფლებას!

14409255_1820306171514125_647992566_n-%d0%ba%d0%be%d0%bf%d0%b8%d1%8f

აფეთქდა სწორედ არქიტექტურულუ ნაწილი…ცხენიც და ქალიც ბერძენიშვილმა სახლში წაიღო.

ქუთაისის დიდების მემორიალი იყო არქიტექტურულუ კომპლექსი, რომლიც შეიცავდა 48 მეტრიან თაღს, მეომარს ცხენზე და 1 კვ.მ თეთრი მარმარილოს ფილებს, ქართველი  მწერლების თუ პოეტების ციტატებით ამოტვუფრულს.

ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ, ვინც არ იცის და ისე წერს:
მე და ჩემი და ნანა კალანდარიშვილი გახლავართ არქიტექტორ ტონი( ოთარ) კალანდარიშვილის საავტორო უფლების მემკვიდრეები…და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მამის ღირსება შეილახოს.
მამა იყო ქ უ თ ა ი ს ი ს დიდების მემორიალის კომპლექსის  ერთპიროვნული ავტორი.  აწ გარდაცვლილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი იყო არა კომპლექსის,არამედ ცხენზე შემჯდარი ჭაბუკისა და მემორიალის პლასტიკური ნაწილის ავტორი…

ვუსამძიმრებ ქალბატონ კირას ამ დიდი მოქანდაკის გარდაცვალებას,მაგრამ მამაჩემის საავტორო უფლების შელახვის ნებას არავის არ მივცემ..მერაბ ბერძენიშვილმა გადაარჩინა ჭაბუკიც და ცხენიც, პლასტიკური სტელაც დაიჭრა და მის სახლშია მოთავსებული…

ააფეთქეს მემორიალი, რომლის ავტორი ერთპიროვნულად იყო, არის და იქნება არქიტექტორი ტონი (ოთარ) კალანდარიშვილი და დღეს, მე და ჩემს დას, გული გვწყდება! სწორედ მე და ჩემმა დამ არ მივეცით  რ უ ს ე ბ ს  ე.წ. პაკლონნაია გარაზე მემორიალის კოპიოს დადგმის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ცნობილი ადამიანი მოგვიგზავნეს მუშა ნახაზებისთვის!!!“

12380252_1820324111512331_1262688939_n 14389811_1820323918179017_1783484807_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?! -ლევან ხაბეიშვილი

მარიამ ახალკაცი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატზე ძალადობას ამართლებს. ჟურნალისტებთან საუბარში იგი ამბობს, ...