Home » მთავარი » დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე

დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის – „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე” – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი თბილისის დინამოს კალათბურთელთა უდიდეს გამარჯვებაზე, 1962 წლის 29 ივნისს მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე, მასთან დაკავშირებულ ამბებზე მოგვითხრობს.

55 წლის წინ დინამოელებმა მთავარი საკალათბურთო ევროტურნირის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 სძლიეს. გადამწყვეტი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. 48-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ სპორტულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტო-მასალა, რომელიც 55 წლის წინანდელ ფინალს ეხება.

წიგნის ავტორია ლაშა გოდუაძე.

წიგნს ასევე თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც ჩაწერილია საქართველოს რადიოს მიერ 55 წლის წინ განხორციელებული რადიო ჩართვა ჟენევიდან.

Facebook Comments
x

Check Also

15:00 საათზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოფისში ბრიფინგი გაიმართება

15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგის თემა სავარაუდოდ, პარლამენტში ...