You are here
“დიდი შანსია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ქალი იყოს” ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა 

“დიდი შანსია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ქალი იყოს”

 

პრეზიდენტის არჩევის  წესის შეცვლასთან დაკავშირებით  GMTV   “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

 

მალე საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რამდენად ამართლებთ ახალი არჩევის წესს?

პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას არ ვეთანხმები, მიმაჩნია რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა ხდებოდეს პირდაპირი წესით.  პრემიერ–მინისტრის თანამდებობაც არ არის ხალხის პირდაპირ არჩევანზე დამოკიდებული,  2024 წლისთვის ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წაართმევაც  არამგონია დემოკრატიასთან (ხალხის მმართველობასთან) ახლო კავშირში იყოს.

როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როცა პრეზიდენტის ინსტუტუტი ასე დაკნინებულია და მისი უფლებამოსილება შეზღუდული, რამე დანიშნულება აქვს საერთოდ პრეზიდენტს?

სამწუხაროდ,  დღეს სახელისუფლებო რგოლები ისეა გადანაწილებული, რომ ბისმარკი და ჩერჩილი ერთდროულად რომ დანიშნო ხელისუფლებაში მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლიან. ჩვენ დღეს გვესაჭიროება ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რადგან სისტემა დალპა და მხოლოდ ძლიერი ძალაუფლების მქონე ხელისუფალს შეუძლია არსებული სისტემის შეცვლა,  პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფალს  უნდა ჰქონდეს ამის შეცვლის სურვილი.  ცნობილი მიზეზების გამო “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან შეზღუდა უფლებებში, აქედან გამომდინარე მისი ასეთი ფორმით არსებობა ძირეულ და მნიშვნელოვან რეფორმებზე ორიენტირებული ვერ იქნება.

რამდენად სწორია ქვეყნის პრეზიდენტის ლანძღვა ასე სააშკარაოდ?

ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ზოგადად ვინმეს უხამსი სიტყვებით ლანძღვა არამგონია სწორი იყოს, რაც შეეხება უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ლანძღვას, ამ შემთხვევაშიც  იგივე აზრზე ვარ,  ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია და შესაბამისად ყველა ვერ ახერხებს ემოციების შეკავებას.

რომ არა პრეზიდენტი, ფერეიდნელები მიიღებდნენ   საქართველოს მოქალაქეობას?

არა მხოლოდ მოქალაქეობას… როგორც მოგეხსენებათ, უკვე ხუთჯერ, წარმატების ჩავატარეთ ჩემი საავტორო პროექტი „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის“. ამ ხუთი პროექტიდან სამი  „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა“ დააფინანსა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხუთივე პროექტის მონაწილეებს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტი და მთლიანად მისი ადმინისტრაცია ფერეიდნელების დიდი გულშემატკივარია.

რა ქნან ადამიანებმა, რომელთაც სურთ თვითონ აირჩიონ პრეზიდენტი?

მოქალაქეებს ამის საშუალება გაისად, 2018 წლის შემოდგომაზე მიეცემათ. თუმცა თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, არჩევნები ისევ ისეთი ფარსი იქნება, როგორც ვიხილეთ ბოლო წლებში, პრეზიდენტს ისევ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს.  ჩემი აზრით, დიდი შანსია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ქალი იყოს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები. მაგალითად, მერის არჩევნების შემთხვევაში (ორჯერ) მერი არ უნდა ყოფილიყო თბილისელი, პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში ყველა ელოდებოდა, პარლამენტში გამოცდილების მქონე, ასაკოვან კანდიდატურას, პირიქით – შემოგვთავაზა ახალგაზრდა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ახლა, როდესაც მსოფლიოში გენდერული თანასწორობის ისტერია აქტიურ ფაზაშია, ქალი კანდიდატის დასახელების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

არის ნებისმიერი მთავრობა ხალხის არჩეული? ანუ, ამ კითხვის დასმის საფუძველს მაძლევს ის, რომ როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ხალხი ირჩევს იმას, ვინც მას უნდა?

ქაღალდზე ძირითადად ასეა, მაგრამ ბოლო წლებია იშვიათობას წარმოადგენს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ხილვა. ეს დაადასტურა ახლახანს ჩატარებულმა თვითმმართველობის არჩევნებმაც. ორი შემთხვევის გარდა, ყველგან სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. ანუ “ქართულ ოცნებას” კანდიდატად ინდაური რომ დაეყენებინა, წარმატების შანსი მასაც ექნებოდა.

მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე რას იტყვით?

ცვლილებები საჭიროებამ უნდა მოიტანოს. მაგრამ რაც ჩვენთან მოხდა ამაზე მახსენდება კრილოვის იგავი, მუსიკოსები კარგ მუსიკას რომ ვერ უკრავენ და სკამებს გაცვლიან…

სკოლაში ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვისწავლეთ მოთხრობა, რომელიც ასე მთავრდებოდა: „ბიჭო ტანსაცმელს კი ნუ იცვლი! ზნე გამოიცვალეო!”

 

Начало формы

Comments

comments

Related posts