Home » მთავარი » დიმიტრი ხუბდაძე: ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს

დიმიტრი ხუბდაძე: ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს

   “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს აკეთებს და ოპონენტებს პაუხობს, რომ ეს არა “ქართული ოცნების”, არამედ არაკეთილმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მიერ აგორებული თემაა.

“ქორწინებასთან დაკავშირებული თემა ”ქართული ოცნების” მიერ აგორებული არ არის. თემა აგორებულია არაკეთილისმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, როცა ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები ირღვევა. სწორედ ამის გამო გაჩნდა საზოგადოებაში შიში იმისა, რომ ვინმე როდესმე ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს. რადგან შიშის ფაქტორი მუშაობს, ამიტომ ხელისუფლებამ შიშის პრევენცია უნდა მოახდინოს. სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეგვეტანა და დაგვეფიქსირებინა, რომ საზოგადოებაში ამის შიში არ უნდა ყოფილიყო” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

   კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის ინიციატორები პრეზიდენტს დღეს შეხვდებიან 17:00 საათზე შეხვდებიან.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...