Home » მთავარი » “დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის” საბაბით, ოკუპანტი სახელმწიფოს ორბიტაზე გვაბრუნებენ!”

“დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის” საბაბით, ოკუპანტი სახელმწიფოს ორბიტაზე გვაბრუნებენ!”

ზაზა ჭაია

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის”  წევრი

-“,,დ ი პ ლ ო მ ა ტ ი უ რ ი ურთიერთობის აღდგენის” საბაბით, ოკუპანტი სახელმწიფოს ორბიტაზე გვაბრუნებენ!(
1. 12/X-ს, საქართველოს დელეგაციამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეიაში PASE, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც ,,მოუცლელობით” ახსნა.
2. 26/27/X-ს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს მინისტერიალზე არ წავიდა, სადაც შავი ზღვის სახელმწიფოების საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერება განიხილებოდა.
3. 21/27/X-ს, ФСБ-ს ქართველი ემისრები გვიცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და გვთავაზობენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიების გარეშე.
4. 27X-ს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ,,მხოლოდ მისასალმებელია”.
5. 27/X-ს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ,, … პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირობებში …”, საქართველოსთან ,, … თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა …”.
6. 27/X-ს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ,,ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ყოველმხრივ გვბლოკავს …”.
7. საქართველოში რუსეთის ფედერაციის გავლენის აგენტების, ФСБ-ს და ГРУ-ს რეზიდენტურების თავისუფალი საქმიანობა და რუსული პროპაგანდის აყვავება, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობა გახლავთ!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...