You are here
დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის სახელი უთხრა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის სახელი უთხრა

ღუდუშაურის კლინიკაში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა. გამომძიებელი მამუკა ჭელაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია.

“გამოძიება რამდენიმე ვერსიით მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება კონკრეტული სახელი”, – თქვა ჭელაძემ.

ჟურნალისტებს კომენტარი გუგეშაშვილის ადვოკატმაც მისცა. გელა ნიკოლეიშვილის თქმით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მკვლელის სავარაუდო სახელი უთხრა, ის დაქირავებული “ქილერია”. ადვოკატის თქმით, გუგეშაშვილს მკვლელი მანამდე რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და მას სავარაუდოდ ჰქვია “ზურა”.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, გრიგოლ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

 

Comments

comments

Related posts