You are here
დოდო გუგეშაშვილმა შვილის დაღუპვის შესახებ არ იცის მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

დოდო გუგეშაშვილმა შვილის დაღუპვის შესახებ არ იცის

ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობრები იკრიბებიან. მეგობრების თქმით, დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს დღეს ან ხვალ შეატყობინებენ. ჟურნალისტებთან კომენტრი დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ გააკეთა:

“დღეს ან ხვალ ვაპირებთ რომ გავაგებინოთ. გასვენება ხუთშაბათსაა და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი”, – თქვა სამსონ ბრეგვაძემ.

რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა პალატაში გადაყვანას ექიმები არც დღეს გეგმავენ. სამსონ ბრეგვაძის თქმით, მეგობრებს მისი პალატაში გადაყვანა არც უნდათ.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, გრიგოლ გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

 

Comments

comments

Related posts