Home » მთავარი » დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ISIS-ი დაამარცხა

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ISIS-ი დაამარცხა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხედრო ბიუჯეტის პროექტზე ხელმოწერისას განაცხადა, რომ ვაშინგტონმა სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა. ინფორმაციას thebaghdadpost-ი ავრცელებს.

“მოგეხსენებათ, სირიაში გავიმარჯვეთ, ერაყში გავიმარჯვეთ. მაგრამ ისინი მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში, ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში იმაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ მთელი პერიოდის განმავლობაში, “- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ნიუ-იორკში მომდარი ტერორისტული აქტი. აკაიდ ულაჰმა, რომელმაც მანჰეტენზე ავტობუსის გაჩერებაზე ტერაქტი მოაწყო, თავდასხმამდე Facebook-ზე აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს მიმართვა გამოუქვეყნა.

“ტრამპ, შენ ვერ შეძელი შენი ქვეყნის დაცვა“, – წერდა ულაჰი. მიმართვა ფედერალურმა პროკურატურამ საქმეში მტკიცებულებად ჩადო, როცა მას ბრალი წაუყენა.

27 წლის ბანგლადეშელს ბრალი, ტერორიზმის გარდა, სხვა რამდენიმე მუხლითაც წარუდგინეს.

მანჰეტენის ავტოსადგურზე აფეთქება 11 დეკემბერს მოხდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა თან ჰქონდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორის, აკაიდ ულაჰის სამიზნე მანჰეტენის ავტოსადგური იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა მცირე ხანძარიც. ნიუ-იორკის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ბოლოს ტერაქტი 31 ოქტომბერს მოხდა. ველობილიკზე მსუბუქი სატვირთო მანქანა შევარდა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...