Home » მთავარი » “დრეს–კოდი ჩაცმულობაზე- საქართველოში რატომ არ არის კანონი?!. მთავრობა, რამეზე პასუხს აგებ?”

“დრეს–კოდი ჩაცმულობაზე- საქართველოში რატომ არ არის კანონი?!. მთავრობა, რამეზე პასუხს აგებ?”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

საქართველოს საზღვრებზე რატომ უშვებენ ასეთ ტურისტებს?

საქართველოს ტურისტულ კომპანიებს მიჰყავთ საქართველოდან ტურისტები სპარსეთში 1 კვირით და იქ რამდენიმე დღით ანახებენ 400 წლის წინათ ტყვედ წაყვანილი ქართველების დასახლებას ფერეიდანში. ფერეიდანში ქართველი ტურისტები ეცნობიან ქართულ სოფლებს სადაც 30 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

ტურისტული კომპანია სპარსეთში წამსვლელ ქართველებს უცხადებს: 
__ კაცებს არ უნდა ეცვათ მოკლე შარვლები;
__ ქალებს არ უნდა ეცვათ მოკლე კაბები და თავზე უნდა ეხუროთ თავშალი. თუ ასე არ იქნებიანო საზღვარზე არ შეუშვებენო და ის თანხაც დაეკარგებათო. 

საინტერესოა საქართველოში რატომ არ არის კანონი, რომ მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსულები საქართველოს საზღვარს ვერ გადმოლახავენ ის ქალები რომელბიც ისეთი ჩადრი ახურიათ რომლებშიც მხოლოდ თვალები უჩანთ?
იქნება ისინიც კაცებია ან ქალი – ტერორიტებია არ უნდა ამოწმებდეს საქართველოს უშიშროების სამსახურები ყოველ ნაბიჯზე? ხვალ რომ 10 000 ტერორისტი ქალი ან კაცი შემოვიდეს ამ ფორმით ვინ აგებს პასუხს__
__ კვირიკაშვილი, ჯეჯელავა თუ ჩუგოშვილი – კობახიძე?
რატომ უშვებენ საქართველოში და დაატარებენ ყველგან ინდოეთის ერთ-ერთი ტომის მამაკაცებს დიდი ქუდებით იქნება იარაღი აქვთ შიგნით დამალული? 
აქ უქუდოდ იარონ და ინდოეთში რომ დაბრუნდებიან დაიხურონ იქ ქუდები თუ რა თქმა უნდა საერთოდ დაბრუნდებიან უკან!

ამ წერილის შემდეგ ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით, რომელიც თავად გახლდა ფერეიდანში.

-ირანში ჩაცმულობაზე არის დრეს–კოდი. კერძოდ მამაკაცებს არ უნდა ეცვათ შორტები. ქალებს უნდა ეხუროთ მანდილი, არ შეიძლება მოკლე კაბა და ასევე უკან წელს ქვემოთ უნდა ჰქონდეს ჩამოფარებული. ქალებს ეკრძალებათ მკერდთან ამოღებული კაბის ტარება. მეტროში ქალების და კაცების ვაგონები ცალ–ცალკეა, ასევეა ავტობუსშიც.

-ჩვენთან ჩადრებით, ჩალმებით, თავიანთი ტრადიციებით მოდიან. თუ სხვა ქვეყანას აქვს ასეთი კანონები, ჩვენს ქვეყანას რატომ არ აქვს?

-ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მას შეუძლია კანონმდებლობით დაარეგულიროს ეს საკითხი (მაგალითად აიკრძალოს ჰიჯაბით სიარული) და მას დაემორჩილებიან ტურისტებიც.

Facebook Comments
x

Check Also

ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“, – ...