Home » მთავარი » დროა ისეთი ადამიანები მოვიდნენ, მართლა ქვეყნის და ხალხის ბედი რომ აწუხებთ!

დროა ისეთი ადამიანები მოვიდნენ, მართლა ქვეყნის და ხალხის ბედი რომ აწუხებთ!

უკვე ცნობილი ხდება, რო, დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი გია ბერძენიძე იქნება. ცნობილი ხდება ისიც, რომ მის საარჩევნო შტაბს ემზარ ქვარიანი უხელმძღვანელებს.

-„2016-წლის არჩევნები გვინდა თუ არ გვინდა, აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრიმინალები და მათი მფარველები ვეღარ მოხვდნენ ხელისუფლებაში. დროა ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ვისაც მართლა ქვეყნისა და ხალხის ბედი აწუხებთ.

მე ახლა არ დავიწყებ არაფრისმთქმელი სიტყვებით თავის შეწყენას-გეტყვით ერთს, როცა ადამიანს ომი ბრძმედს, მისი ნდობა შეიძლება! ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეების წიაღიდან ვართ გამოსულები, ვიცით ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ხალხს, ვიცით იმიტომ, რომ თავად გადაგვიტანია ყველაფერი, ამიტომ ვიცით ისიც, რომ მხოლოდ გაერთიანება და ერთმანეთთან ჩახუტება მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე.

დიდუბეში კენჭს იყრის გია ბერძენიძე,მე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები და ყველა ოჯახში მოვალთ რადგან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. მოვალთ ჩვენ და უნდა მოხვიდეთ თქვენც, რადგან თქვენს სათქმელს არავინ იტყვის, თქვენზე მეტად სხვას არ სტკივა და ამიტომ უნდა ვთქვათ ყველაფერი ხმამაღლა. დროა ხალხის ხმა უფრო მკვეთრად ისმოდეს. ჩვენ

და ბოლოს, ის, ვინც ამ ქვეყნის გულისთვის თავს სწირავდა, არასოდეს მოატყუებს საკუთარ ხალხს!

ჩვენ ვიწყებთ და გელოდებით თქვენ, ჩემო მეგობრებო!“-აცხადებს ქვარიანი.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...