Home » მთავარი » დრონის მფლობელებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დრონის მფლობელებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

დღეიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს და მხედველობაში მიიღეს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესის პროექტთან დაკავშირებით ოპერატორების მიერ კონსულტაციების ფარგლებში გამოთქმული წინადადებები, შესაბამისად, წესის პროექტს დაემატა საჰაერო ხომალდის მოდელის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები.

ეს ნორმებია:

  • უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;
  • დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;
  • მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ოპერირებას ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარ დადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში;
  • მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;
  • მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებას საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6000 მეტრს;
  • მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. მოერიდეთ დრონების ოპერირებას 400 ფუტ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;
  • მოერიდეთ დრონების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
  • გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს
Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...