Home » მთავარი » “დღევანდელი ნორმები კრიტიკას ვერ უძლებს…”

“დღევანდელი ნორმები კრიტიკას ვერ უძლებს…”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დღეს მოქმედი რეგულაციები მანიპულირების საშუალებას ტოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილების განაწილების ყველაზე სამართლიანი და სწორი – პროპორციულობის პრინციპია.

„ზოგადად, დღევანდელი ნორმები კრიტიკას ვერ უძლებს. დღევანდელი ნორმების თანახმად, შვიდი ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე სუბიექტი იღებს ადგილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში, შესაბამისად, ეს იძლევა მანიპულირების საშუალებას და ასეთი მანიპულირების საფუძველზე, დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ორივე განშტოებით აქვს სამი ადგილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორი და მკაფიო, სამართლიანი  პრინციპი იყოს აღებული ადგილების განაწილებისთვის და ამის საუკეთესო საშუალება არის, ბუნებრივია, პროპორციულობის პრინციპი – ანუ პარტიები იღებენ მანდატებს იმ ხმების პროპორციულად, რომელიც მათ მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ყველაზე სწორი და სამართლიანი პრინციპი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა სამართლიანია, თუმცა, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის. მისივე თქმით, შემოთავაზებული ვარიანტი ამომრჩევლის ნებას სათანადოდ ასახავს.

„ზოგადად, სამართლიანია ის, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია იყოს თანაბრად წარმოდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში. ვფიქრობ, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა აბსოლუტურად სამართლიანია. ეს არ არის უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ის, რომ საარჩევნო სუბიექტები მანიპულირებენ და ამის საფუძველზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამი ადგილი მიიღო, რაც უხეშად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. შემოთავაზებული ვარიანტი,  ბუნებრივია, სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ ასახავს ამომრჩევლის ნებას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ რამდენიმე  დეპუტატმა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის ...