Home » მთავარი » დღეს დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მოუსმენენ

დღეს დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მოუსმენენ

დღეს დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მოუსმენენ. თამარ ქალდანი 2016 წლის წლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარდგება.

ქართული ოცნება კი დაინტერესებას ონლაინ სესხებთან მიმართებაში აპირებს – თუ რამდენად დაცულია ამ შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებები.

„ჩვენი რეკომენდაციები შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვაზე როგორც ონლაინ სესხების აღების დროს, ასე ღია სივრცეში განლაგებული კამერების დროს, ასევე კერძო სუბიექტების მიერ პერსონალური ინფორმაციების დაცვის თვალსაზრისით, რომ გაძლიერდეს ინსპექტორის სამუშაო პროცესი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით აპირებს ყურადღების გამახვილებას ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში აინტერესებთ ხომ არ არის ეს უწყება „ქაღალდზე შექმნილი“ და რეალურ ცხოვრებაში ღირს თუ არა ამ უწყებაზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვა.

Facebook Comments
x

Check Also

კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ...