Home » კულტურა » დღეს ლადო ასათიანის დაბადების დღეა

დღეს ლადო ასათიანის დაბადების დღეა

ჭაბუკად დარჩენილი და მარადისობად ქცეული ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა, ისე რომ სიცოცხლეში თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ, 1968 წელს პოეტი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
„ეხ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!”
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
„ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...