Home » მთავარი » დღეს ნაკლები “ხმის ქურდი” და მეტი სისუფთავეა, მაგრამ არ გვაქვს მოდუნების უფლება!..

დღეს ნაკლები “ხმის ქურდი” და მეტი სისუფთავეა, მაგრამ არ გვაქვს მოდუნების უფლება!..

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

-“მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს კულტურა ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ სახელმწიფოებრივი კულტურა?! სამწუხაროდ, სახელმწიფოებრივი ტრადიციის კულტურაზე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან :

-ჩვენ დავუშვით 9 აპრილი!

-ჩვენ ჩამოვაყალიბეთ “მხედრიონის”ფენომენი!

-ჩვენ დავუშვით ვარდების რევოლუციით სათავეში მოსული ხელისუფლების მიერ ხალხის ხოცვა!

-ჩენ ვაქციეთ ცოცხი ადამიანის სულიერი და  ფიზიკური განადგურების იარაღად!

-ჩვენ!

-ჩვენ, მრავალი ჩვენ… და რატომ?

იმიტომ რომ ჩვენ, ვართ ხალხი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, ერთმანეთის მიმართ!

პოლიტიკური კულტურა,ესაა პოლიტიკური იდეოლოგიის,ეროვნული ხასიათის,გონის,ეროვნული პოლიტიკური ფსიქოლოგიის სინთეზი და ნუთუ ასეთი დეგრადირებულია ის ჩვენს რეალობაში?!

დღეს სახელმწიფოთა უმრავლესობა დიდი პოლიტიკური კულტურის მატარებელია,მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნახევარსაც ვერ ითვლიან ანუ გამოდის რომ ზოგადი  კულტურა არ განაპირობებს პოლიტიკურ კულტურას.

პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს საზოგადოებაში გამოკვეთილი პოლიტიკური სტილი და პოლიტიკური განწყობა.

საქართველოში პოლიტიკური კულტურა ძალიან სუსტია, გვყავს პარტიები სუსტი იდეოლოგიით, მედია, რომელიც არაჯანსაღი ქმედებებით ხასიათდება, პოლიტიკურად გაუნათლებელი საზოგადოების წევრები პოლიტიკური თვითშეგნების დაბალი დონით,პოლიტიკურ ლიდერს ხომ დღესაც  პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ვირჩევთ და სხვა.

არის დადებითი ძვრებიც,იკვეთება პოლიტიკური კულტურის ელემენტები როგორიცაა: ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება,ძლიერი ოპოზიცია,უმცირესობისა და უმრავლესობის მეტნაკლებად მშვიდობიან გარემოში თანაარსებობა,მეტ ნაკლებად მშვიდი წინასაარჩევნო გარემო.

თუმცა განვითარებულ ქვეყნებს ჯერ მაინც ვერ შევედრებით…იქ ისეთი დახვეწილი ფორმით მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესიცა და  უშუალოდ არჩევნებიც, რომ თითქმის ვერავინ გრძნობს ამ მარათონს,მშვიდად, გააზრებულად იღებენ ადამანები გადაწყვეტილებას და აკეთებენ სასურველ არჩევანს.

საქართველოში  ჯერ კიდევ ვებრძვით სიძულვილის პოლიტიკას, ადგილი აქვს ერთმანეთის შეურაცყოფას,წინასაარჩევნო დებატებში ერთმანეთის “ძველ”ცოდვებზე საუბარს,თითის გაშვერას, გეგმის სახით არსებული გადატრიალების მცდელობას… ეს ყველაფერი რათქმაუნდა  მძიმე და დამაფიქრებელია და სწორედ ამიტომ, არ გვაქვს მოდუნების უფლება, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ  მჯერა, რომ დღეს ნაკლები “ხმის ქურდი” და მეტი სისუფთავეა, დღეს აღარ ძალადობენ ჩემზე, თქვენზე, დღეს აღარ გვთხოვენ სიძულვილის პოლიტიკას, ასპარეზი დიდია და წარმოდგენილი ღირსეული კანდიდატების მრავალფეროვნებაა.

მე მჯერა რომ ნელ ნელა საკუთარ თავზე მუშაობით,მეტი განათლებით დავიხვეწებით როგორც  სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეები, პოლიტიკოსები და უბრალოდ საზოგადოების წევრები და  ამ ნაწილშიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საერთო  კულტურის დონის ამაღლებას”.

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...