Home » მთავარი » დღეს, პოლიტიკოსის მთავარი ამოცანაა მოიპოვოს ხალხში დაკარგული ნდობა

დღეს, პოლიტიკოსის მთავარი ამოცანაა მოიპოვოს ხალხში დაკარგული ნდობა

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მადლობა გამოუცხადა საზოგადოებას ნდობისთვის და განაცხადა, რომ დღეს, პოლიტიკოსის მთავარი ამოცანაა მოიპოვოს ხალხში დაკარგული ნდობა.

-შევქმნათ შესაძლებლობების ქალაქი ყველა ჯგუფისთვის. ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, ჩემი გამარჯვება იქნება ის, რომ შევიძენ გულწრფელ მხარდამჭერებს და ნდობას. ჩვენი ძალა არის არა სხვის მარცხში, არამედ ჩვენს რწმენაში, იდეებში და შეთავაზებებში. ჩვენი კამპანია არ იქნება კინკლაობა და ვიღაცის დაკნინება, ჩვენი კამპანია უნდა იყოს პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული.

ჩვენი ძალა წარსულის გულწრფელ გააზრებაშია, ჩემთვის პრონციპულად მნიშვნელოვანია წარსული შეცდომების გამოსწორება, რადგან სხვანაირად ვერ შევქმნით მომავალს.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ქალაქის მერის კანდიდატი და ვდებ პირობას-ერთადერთი, ვის წინაშეც ვიქნები ანგარიშვალდებული ეს არის ხალხი. თბილისი არ არის ტერიტორია, ის არის ცოცხალი, მგრძნობიარე ორგანიზმი. ჩვენ ვიმსახურებთ შესაძლებლობების ქალაქს”

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...