Home » მთავარი » დღეს რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს

დღეს რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს

რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისში გუშინ ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა  და საპატრიარქოში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიან ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...