Home » მთავარი » დღეს სასამართლო ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს დაკითხავს

დღეს სასამართლო ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს დაკითხავს

თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკოს წინააღმდეგ ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ 18 წევრის სარჩელის განხილვას. აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.

აღსანიშნავია, რომ ცესკომ მითითებულ კონკურში ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ არცერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა პროფესიული კავშირი, კომისიის წევრად აირჩიეს.

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

Facebook Comments
x

Check Also

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ბრიფინგი თბილისის პროკურატურაში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ...