Home » ეკონომიკა » “დღეს სწორედ ის შავი დღეა როდესაც რეზერვები გონივრულად უნდა იხარჯებოდეს”

“დღეს სწორედ ის შავი დღეა როდესაც რეზერვები გონივრულად უნდა იხარჯებოდეს”

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა ყოველდღიურად ლარის გაუფასურებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასეთი სუსტი ხელმძღვანელობა ეროვნულ ბანკს ჯერ არ ყოლია. პაპავა ინფლაციაში ეროვნულ ბანკს აკისრებს პასუხისმგებლობას. “მაშინ როდესაც ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები გამოდიან და განმარტებებს აკეთებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სდუმს. საჭიროა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. საჭირო იყო პირველივე დღეებიდან მიგვეღო ზომები, შეიძლებოდა, 5-10 მილიონი დახარჯულიყო ეტაპობრივად, რომ ბაზარზე ნახტომები არ ყოფილიყო. ბაზარზე ლარის 21 თეთრით გაუფასურება უკვე დანაშაულია და ამის გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში”- აცხადებს პაპავა.
ლადო პაპავას თქმით, ეროვნული ბანკი რომ თავის ნებაზე არ იყოს მიშვებული, პარლამენტმა ის უნდა გააკონტროლოს. მას სჭირდება გონივრული გეგმა და პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ვითარებაში მითითებები უნდა მისცეს.
“დღეს სწორედ ის შავი დღეა, როდესაც რეზერვები უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ არა ისე უაზროდ როგორც დღეს იხარჯება. ლარს თუ ცუდი რამე დაემართება ქვეყანა ჩამოგვენგრევა. ” – ამბობს ექსპერტი.

Facebook Comments
x

Check Also

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, როგორ ეხმარებიან, არადა სხვები უფრო მეტს აკეთებენ…

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბაგალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: ”წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ...