Home » მთავარი » დღეს ფიტარეთში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

დღეს ფიტარეთში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

დღეს  საყდრისის კომიტეტი ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ RMG Gold-ის მიერ განხორციელებულმა აფეთქებამ, შესაძლოა ფიტარეთში მეცამეტე საუკუნეში აგებული მონასტერი დააზიანოს.

საყდრისის კომიტეტის წევრის დავით ყურაშვილის თქმით, ]RMG Gold-მა საცდელი აფეთქება, ფიტარეთიდან 2კილომეტრის მოშორებით განახორციელა.

“ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრე მაქსიმალური იყო, რამაც შესაძლოა XIII-ე საუკუნის ძეგლი დააზიანოს. მართალია აფეთქება კომპანიის მიერ, მათ მიერ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ბიძგის სიმძლავრემ და მტვერმა შესაძლოა ფიტარეთის XIII-ე საუკუნის ძეგლი დააზიანოს, ამიტომაც ჩვენ ხვალ ვაპირებთ, ჩავიდეთ ადგილზე, გავეცნოთ მდგომარეობას და ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია.“

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...