Home » კულტურა » დღეს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა (ვიდეო)

დღეს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა (ვიდეო)

დიდი მწერლის შეგონება – ,,ჭკუით, ქართველებო!”-ბევრ რამეს გვავალებს!

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.

პირველი მოთხრობა “რატომ არ დამაცადე” გამოაქვეყნა 1960 წელს (“მნათობი”, № 1).

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: “გზა” (1962), “ძია შოთას ბადია” (1965), არაკების კრებული “თაფლის წვეთი” (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

მწერლის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები

მოთხრობები “ჩემი მეჯღანე ბიძა” (მოთხრობების კრებული, 1963)

“ხარის აღსარება” (მოთხრობების კრებული,1964)

“გიორგი ბურდული” (ნოველა, 1965)

“დათა თუთაშხია” (რომანი, წგნ. 1-2, 1973-1975)

“გორა მბორგალი” (რომანი, 1984-1994)

“გიორგი ბრწყინვალე” (რომანი, 2003)

დაკრძალულია მთაწმინდის პართეონში.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...