Home » მთავარი » „ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მტკიცე მხარდაჭერა აქვს“

„ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მტკიცე მხარდაჭერა აქვს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზარეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, რასა ბუდბერგაიტესთან გამართა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს და ლიტვას ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ. ლიტვა ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგულ მხარდამჭერად, ასევე, ის მხარდაჭერას უწევს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად მიმოიხილა საკონსტიტუციო და სასამართლო სისტემის რეფორმები, ასევე, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს. რასა ბუდბერგაიტემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განაცხადა, რომ ლიტვა მზადაა, ევროინტეგრაციის პროცესში, საქართველოს მხარდაჭერა აქტიურად გააგრძელოს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისივე თქით, ამას ადასტურებს როგორც ასოცირებს ხელშეკრულების ხელმოწერა, ასევე, შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციას მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

მხარეების განცხადებით, საქართველოს პარლამენტსა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმს შორის კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება მოხდება.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...