Home » კატეგორიის გარეშე » ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასების ანგარიშში წერია, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს. ამ კუთხით, აღსანიშნავია ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის 2017-2020 წლების შეთანხმება, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.

დოკუმენტის თანახმად, ახალი ევროპული საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე, ევროკომისიის ანგარიში, 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებული,ა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...