Home » მთავარი » ევროპაში მიგრანტების რიცხვი წინა წელთან შედარებით განახევრდა

ევროპაში მიგრანტების რიცხვი წინა წელთან შედარებით განახევრდა

 

ევროპაში მიგრანტების რიცხვი წინა წელთან შედარებით განახევრდა.

2017 წლის დასაწყისიდან დრემდე ზღვიდან თითქმის 156 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა ევროპაში, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის ნახევარია. 2016 წელს ევროპის საზღვაო საზღვარი 341 856 მიგრანტმა გადაკვეთა. აქედან გასულ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 4303 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მიმდინარე წელს 2961. მიგრანტები ძირითადად, ნიგერიის, გვინეას, ბანგლადეშის, მალის, სუდანის, გამბიას, მაროკოს, ტუნისის მაცხოვრებლები არიან და  იტალიას, გერმანიას, საბერძნეთსა და ესპანეთს სთხოვენ თავშესაფარს.

როგორც ერთ-ერთი საინფორმაციო გამოცემა იუწყება, ალჟირის მოქალაქეებიც აპირებდნენ არალეგალურად ევროპაში მოხვედრას, თუმცა  სანაპირო დაცვამ 286 მათგანი მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყნის დატოვებას  ცდილობდნენ. ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით გასაბერი ნავებით აპირებდნენ ევროპაში მოხვედრას.

ალჟირის კანონების თანახმად, არალეგალების გადაყვანის ორგანიზატორებს 20 წლიანი ციხე ემუქრებათ.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...