Home » მთავარი » “ევროპა სივრცეს გვიხსნის, რუსეთი სულს გვიხუთავს”!

“ევროპა სივრცეს გვიხსნის, რუსეთი სულს გვიხუთავს”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

საქართველოს გაერთიანებული ევროპა “კარს უღებს”, თანდათან, მაგრამ შეუქცევადად! რუსეთი კი, იმდენად გაბოროტებული, შუასაუკუნეობრივი მოცემულობაა, რომ არათუ ცალმხრივად არსებულ სავიზო რეჟიმს არ უუქმებს, მისგან დანაწევრებულ (იმედია, რომ დროებით!) საქართველოს, არამედ მთლიანად მის დაჩოქებას ლამობს! სულ ახლახანს, ინფორმირებული და სანდო მოსკოვური წრეების მეშვეობით, ჩემთვის ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც მოსკოვში მყოფ საქართველოს ხელისუფლების არაოფიციალურ პირებს, ოფიციალური კრემლის წარმომადგენლებმა გააცნეს!!.. აი, მოკლე და მთავარი “რუსული გზავნილი ვრცელი დოქტრინიდან”, რაც სრულად გამოხატავს მათ სულისკვეთებას და ზრახვებს საქართველოს მიმართ! – “საქართველოს კონფედერაციული გაერთიანება რუსეთთან, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რუსული სამხედრო ბაზები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უპირობო და საბოლოო უარი ნატო- ში გაწევრიანებაზე, ერთმნიშვნელოვანი და შეუქცევადი პრორუსული ორიენტაცია”! – ანუ, გათავხედებული და გაუმაძღარი რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, რომ არათუ ყველა ზემოთ აღნიშნულ მათ ულტიმატუმს დავთანხმდეთ, არამედ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კონფედერაციული შეთანხმების პარალელურად, სოხუმ-ცხინვალის “დამოუკიდებლობებიც ვცნოთ”, რასაც “გაამყარებს” კონფედერაცია თავად რუსეთის ფედერაციასთან!..

აი ასეთი, საქართველოსადმი რუსეთის ხელისუფლების ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, შეუძლებელს ხდის ორ სახელმწიფოს შორის კომპრომისის მიღწევის რაიმე მცდელობასაც კი!!!…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით ...