Home » მთავარი » „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“

„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“

საქართველოს პარლამენტი „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“ ეროვნული შესარჩევი კონფერენციის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

  საქართველოს პარლამენტი „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“ მე-11 ეროვნული შესარჩევი კონფერენციის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.

ფორუმის მონაწილეები ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტების მიერ წარდგენილ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებს, მართმსაჯულებას, სამოქალაქო თავისუფლებებს, სოციალურ თემებს, გარემოს დაცვას, სურსათის უვნელბოლობას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას.  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაგეგმილია კომიტეტების მიერ მომზადებული რეზოლუციების მიღება.

„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“ ეროვნულ შესარჩევ კონფერენციაში, რომელიც 19 იანვარს დაიწყო და მუშაობას დღეს დაასრულებს, ევროპის 15-მდე ქვეყნიდან ასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ეროვნული შესარჩევი კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია ევროპელ ახალგაზრდებში საერთო ევროპული ღირებულებების ამაღლება და მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...