Home » მთავარი » „ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ არასათანადოდ სრულდება!..“

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მიერ არასათანადოდ სრულდება!..“

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს მიერ არასათანადოდ აღსრულების და საქართველოს მოქალაქის უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტზე უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

-„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული ევროსასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულების მონიტორინგი. ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ნოდარ მაკრახიძისა და შ.პ.ს. „იზას“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე. ამ საჩივრის ფაბულა შემდეგში მდგომარეობს: შ.პ.ს. „იზამ“, რომლის დირექტორია ნოდარ მაკრახიძე, ვერ შესძლო 2001 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების გადახდა, იმის გამო რომ სახელმწიფო ორგანომ ვერ უზრუნველყო დაკვეთილი სამუშაოს ღირებულების გადახდა.ევრო სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი და კომპანია „იზას“ მოუხსნა დავალიანება, ამავე დროს სახელმწიფოს დააკისრა ზიანის ანაზღაურება. ამის მიუხედავად საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 2007 წელს შ.პ.ს. „იზას“ ხელახლა დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ შ.პ.ს. „იზას“ საქმიანობა არ განუხორციელებია ანგარიშებზე და ქონებაზე გამოყენებული ყადაღის გამო ფაქტიურად ადგილი ჰქონდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულებას.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრუილებაზე მონიტორინგის ორგანომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოამზადა 2011 წლის რეზოლუცია შ.პ.ს. „იზას“ საქმეზე. 2007 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ შ.პ.ს. „იზა“–ზე დარიცხული თანხების მოხსნის მოთხოვნით სარჩელს იხილავს სასამართლო. პარალელურად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის მიწოდებული იქნა თუ არა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შ.პ.ს. „იზაზე“ ძველი საფუძვლებით 2007 წელს დაკისრებული გადასახადის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა როგორც ნოდარ მაკრახიძის შესაბამისი განცხადება, ასევე საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შესაბამისი წერილი ზემომითითებული ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. ყოველივე ქმნის საფუძვლიან ვარაუდს მასზედ. რომ პასუხისმგებელი სახელმმწიფო ორგანოები, კერძოდ საქართველოს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულებას შ.პ.ს. „იზასთან“ მიმართებაში.

ამ გარემოებებს საეჭვოდ დაემთხვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ნოდარ მაკრახიძის სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება. ეჭვები ძლიერდება იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი ერთი და იგივე რეგულაციით, ერთი და იგივე სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლების პირობებში, სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის დეკემბერში დაადგინა 57440 ქულა, ხოლო 2017 წლის დეკემბერში 97690 ამ განცხადებაში შედარებით დეტალური ანალიზი იქნა წარმოდგენილი იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს შედარებით სრული ანალიზი.

ამ საკითხზე ვაგრძელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს და შესაძლებელია საქართველოს მთავრობის წინაშე სათანადო დასაბუთებით დავაყენოთ კონკრეტული ჩინოვნიკების შესაბამისი პასუხისმგებლობის, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველი კაზუსი, უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის. რადგან საკითხზე სწორი გადაწყვეტილებების მიღების იძულება დიდი ალბათობით იქნება სხვა დარღვევების პრევენცია. გვსურს ხელისუფლებამ გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ .ხელისუფლება დაქირავებულია ხალხის მიერ ხელისუფლების საქმიანობა ფინანსდება ხალხის მიერ გადახდილი გადასახდებით. ამდენად, ხელისუფლება პირველ რიგში წარმოადგენს არა პატივს არამედ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას“ – აღნიშნულია თევზაძის  განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...