Home » მთავარი » ეიფელის კოშკის გარშემო ტყვიაგაუმტარ შუშებს დაამონტაჟებენ

ეიფელის კოშკის გარშემო ტყვიაგაუმტარ შუშებს დაამონტაჟებენ

პარიზში, ეიფელის კოშკის გარშემო ტყვიაგაუმტარ შუშებს დაამონტაჟებენ. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იუწყება. დღეს პარიზში ეიფელის კოშკის გარშემო შუშის კედლის დამონტაჟებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტის დაცვის პროექტის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მიხედვით, იმ ორი მხრიდან, საიდანაც ეიფელის კოშკს ქუჩები ეკვრის, ტყვიაგაუმტარი შუშის ორი სამმეტრიანი კედელი დამონტაჟდება. უშუალოდ კედლის მონტაჟი 5 ოქტომბერს დაიწყება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...