Home » მთავარი » ეკა ბესელიას 6 წლიანი ფიქრის და ძიების მონოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ

ეკა ბესელიას 6 წლიანი ფიქრის და ძიების მონოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ

ეკა ბესელია

-„სამეცნიერო მონოგრაფია 6 წლიანი ფიქრის, ძიებისა და ნააზრევის შემდგომ 6 ნოემბერს გასაჯაროვდა … ბევრ რთულ კითხვაზე ვიპოვე პასუხი , ბევრი კითხვა ისევ დარჩა ფიქრისა და განსჯისთვის… ეძღვნება ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ადამიანს , მათ, ვინც შეძლებს ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინოს , ერთი ადამიანის განცდით განიცადოს სამყარო …“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის „ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

14993432_694529300710645_5155108268585678417_n

მონოგრაფია, რომელიც სადოქტორო დისერტაციის მასალების საფუძველზე მომზადდა, რეკომენდაციების გრძელ ჩამონათვალს შეიცავს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წარედგინა.

„მონოგრაფიაში ვეცადე მომეძებნა ამ პრობლემის დასაწყისი, მაგრამ დასასრული სად აქვს არ ვიცი. წარმოდგენილი ნაშრომი ჩემი მოკრძალებული განცდების კრებულია! ეს ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ვუძღვნი მათ, ვინც იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ.  7 ნოემბერია და ეს მოვლენაც შესულია ამ მონოგრაფიაში, როგორც სისტემური დანაშაულის კონტექსტში განხილული გამოვლინება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მონოგრაფიის ავტორმა მადლობა გადაუხადა თავის პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ნაშრომის სრულყოფილად მომზადებაში.

მონოგრაფიის პრეზენტაციას პარლამენტის მოქმედი და ახალი წევრები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და სამართლის და იურისპრუდენციის საკითხთა ექსპერტები დაესწრნენ.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...