Home » მთავარი » ეკა დუგლაძე: სად არის ოცნება? დღეს ის ხალხი ოცნებობს, 2012 წელს ჩემგან რომ იცავდნენ მერაბიშვილს!..

ეკა დუგლაძე: სად არის ოცნება? დღეს ის ხალხი ოცნებობს, 2012 წელს ჩემგან რომ იცავდნენ მერაბიშვილს!..

შეხვდება თუ არა ყოფილ პრემიერს ინფო9-ის ყოფილი ჟურნალისტი და რა კითხვა ექნება მასთან?

არჩევნებამდე 38 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს ის აჭარის რაიონის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, ორშაბათს, 3 სექტემბერს კი გურიის რეგიონში გააგრძელებს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხს. როდის ჩავა ივანიშვილი იმერეთში, ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ აუცილებლად რომ ჩავა-ფაქტია. საინტერესოა, შეხვდება თუ არა ყოფილ პრემიერს ინფო9-ის ყოფილი ჟურნალისტი ეკა დუგლაძე და რა კითხვა ექნება მასთან?

-ამჟამად ImerNews-ის პროდიუსერი ვარ და შეხვედრაზე თუ წავედი, კითხვას ზესტაფონის რაიონზე დავუსვამ, თუმცა კითხვები ბევრი მაქვს.

– ამასწინათ ვნახე ფეისბუქზე ვიღაცამ გააზიარა შენი ფოტო, ალისტხახო და SMO.ge რომ დაგდევდნენ. მერე სხვადასხვა სააგენტოებზე დაიდო მასალები-„ მალადეც ოცნება!!!! კიდევ მოვა არჩევნები!!!!!“ „ეკა დუგლაძე უმუშევარია, სამაგიეროდ ალისტრახო სამ ადგილას არის დასაქმებული“. როგორც ვხვდები, უკვე დასამებული ხარ და ახლაც ტელეკომპანიაში ხარ…რა იყო და რა შეიცვალა? რას ხედავ დღევანდელი გადასახედიდან?

-დღეს იმ ტელევიზიას წარმოვადგენ, რომელიც 2012 წელს, დიდი წნეხის ქვეშ იყო. (ImerNews-ი რამოდენიმე თვის წინ იმერTV-ის ბაზაზე შეიქმნა.) იმერTV -ის წარომადგენლებს უშიშროება აიძულებდა მეცხრე არხის და მაესტროს ქსელიდან გამორთვას. მაუწყებლობის შეჩერების მიზნით არაერთხელ წაუქციეს ანძა. სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ ამ ანძების აღდგენა. ადამიანებს კი, რომლებიც ამას ჩადიოდნენ სახელი და გვარი აქვს. ვეფხია იჩქიტიძე და ზვიადი კობახიძე. მათ სახელთანაა დაკავშირებული ე. წ. ალისტრახოებიც. სწორედ ესენი იყვნენ დავალების მიმცემი პირები. მათ მითითებებს ემორჩულებდნენ ეს მედიაჯგუფები.

2 Fullscreen capture 15.08.2014 181136.bmp

რა შეიცვალა? 2012 წლამდე ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობის დავალებებს ასრულებდნენ. 2012 წლის შემდეგ კი თავად აძლევენ დავალებებს რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორ უნდა იმოქმედონ. მხოლოდ მათთან დაახლოებული პირები ინიშნებიან რაიონში. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია თუ ამით ვინმე დაინტერესდება. ადამიანები, რომლებიც  უშიშროების მანქანებიდან ფოტოებს გვიღებდნენ, ხალხს “გლობალის” თეფშების მოხსნას აიძულებდნენ, ემუქრებოდნენ, მაღაზიებს უწვავდენ და ა.შ. დღეს კვლავ თანამდებობებზე არიან. პოლიციის უფროსებად, კონტდაზვერვის და უშისროების სამსახურებში არიან დასაქმებულები და სწორედ ამის შედეგია, რომ იშვიათად ნახავთ 2012 წლის დროინდელ ოცნების მხარდამჭერებს დღეს ოცნებაში.

დღეს რაიონში ის ხალხი ოცნებობს 2012 წელს ჩემგან რომ იცავდნენ ვანო მერაბიშვილს. რომ გადახედოთ დღევანდელ ოცნებას და ჩემს 2012 წლის კადრებს, გაოცდებით რა ხდება. მაშინ პუტინის აგენტი და ბიძინას მონა ვიყავი, დღეს კი თუ სიმართლე თქვი…… არადა მე ხომ ზოგად თემებზე არ ვსაუბრობ, კონკრეტულ კითხვებს ვსვამ.

-დღეს სად არიან ალისტრახოები?

-ვიღას ახსოვს ის დრო, მთავარია, რომ ყველა კარგად არის და დაფასებულიც. როგორც ამბობენ „გამოსწორდნენ და სახელმწიფოებრივად აზროვნებენ“. ასე რომ სჯობს რეგიონის პრობლემებზე გავამახვილო ყურადღება, ვიდრე მაგათზე.

Снимок

დღეს ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ფორუმელი შალვა კიკნაველიძეა, ბუნებრივია ეს ადამიანიც ზემოთნახსენებ კობახიძეს და იჩქიტიძეს ეყრდნობა და რა გამოდის?  სად არის ოცნება????

-ეკა, როგორი გრძნობა გეუფლება, როცა ამ ყველაფერზე ფიქრობ?

-ბოლო პერიოდში ხშირად ვიხსენებ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საყვარელ ფრაზას – „უშიშროების სამსახური არის ქვეყნის ხერხემალი“. ვიხსენებ და ვფიქრობ ამ საკითხზე, ნუთუ მხოლოდ მე მიჭირს „ხერხემლის“ გარეშე.
2012 წლამდე აღნიშნული სამსახურის არსებობაც არასდროს გამხსენებია. ჩვენი გზები სწორედ წინასაარჩევნოდ გადაიკვეთა. ისინი ვანოს ხერხემლის როლში იყვნენ, მე კი ინფო9-ის ერთი რიგითი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც წინასაარჩევნოდ თავის რაიონს დაუბრუნდა. აქ კი ერთმანეთში ირევა კადრები გაწამებული, შეშინებული ადამიანების და მაღალი ახოვანი ბიჭების რომლებიც ყველგან ძალადობას და შიშს თესდნენ. წვავდნენ მაღაზიებს, აქცევდენ სატელევიზიო ანძებს, ძალადობდნენ ყველაზე და ყველაფერზე ვინც კი „ოცნებას“ გაბედავდა. ჩვენმა კამერამ მათი „ვაჟკაცობის“ უამრავი ვიდეო მასალა შემოინახა. 2012 წლის 1 ოქტომბერს კი კადრი ჩერდება.

-თუ არ ვცდები გინდოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ეს კითხვა დაგესვა-თუკი არაფრის შეცვლას აპირებდით ეს ადამიანები რატომ გვიქციეთ პირად მტრებად? აქვე იქნებ რჩევაც მოგვცეთ, როგორ გაუმკლავდეთ „სახელმწიფო მანქანას“ რომელიც უკვე „ოცნების“ სახელით გვებრძვის”-თუ ისარგებლებ შემთხვევით და იმერეთში ჩამოსულს თუ დაუსვამ?

-რა თქმა უნდა წავალ შეხვედრაზე და ყველა კითხვაზე პასუხი მინდა, ვნახოთ ფორმატი რის საშუალებას მომცემს, ასევე მინდა ზესტაფონზე დავსვა კითხვები.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...