Home » მთავარი » ეკონომიკის სამინისტროსთან ბეჟან გუნავა დააკავეს

ეკონომიკის სამინისტროსთან ბეჟან გუნავა დააკავეს

ტელეკომპანია „იმედი“ -ს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსთან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნავა სამგორის რაიონის მოსახლეობასთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავდა.  სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელის პიკეტირება გადაწყვიტეს.

აქციის მონაწილეები მუხაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვდნენ.

გუნავა საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გედევან ფოფხაძე თანახმაა ხელისუფლებასთან დიალოგზე

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე თანახმაა ხელისუფლების 100/50-ზე შეთავაზებასა და და მათთან დიალოგის გამართვაზე. “თუ ხელისუფლებას ...