Home » მთავარი » ელენე ხოშტარიამ, წინასაარჩევნოდ დროებით მისამართის შეცვლა გადაწყვიტა

ელენე ხოშტარიამ, წინასაარჩევნოდ დროებით მისამართის შეცვლა გადაწყვიტა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, წინასაარჩევნოდ დროებით მისამართის შეცვლა გადაწყვიტა. ახალი კამპანიის ფარგლებში ელენე ხოშტარია მოსახლეობასთან ერთად იცხოვრებს. პირველი ადგილი, სადაც ის მივიდა და ცხოვრობს, გლდანია.

ელენე ხოშტარია საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე მისამართს კიდევ რამდენჯერმე შეიცვლის. აპირებს, რომ თბილისის თითქმის ყველა უბანში იცხოვროს და ადგილობრივებთან ერთად რამდენიმე დღე გაატაროს. მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ გზით ამომრჩევლების პრობლემების გაცნობას და მათი ნდობის მოპოვებას უკეთ შეძლებს.

ელენე ხოშტარია მოსახლეობასთან შეხვედრებს დილით ადრე იწყებს. გლდანელებისპრობლემებს ისმენს თონეში, ბაზრობებზე, დევნილთა დასახლებებში.

ელენე ხოშტარია ახალი კამპანიის ფარგლებში თბილისის თითქმის ყველა უბანს მოივლის. მორიგი მისამართი, სადაც მერობის კანდიდატი გაჩერდება, სანზონაში დევნილების კომპაქტური დასახლებაა.

Facebook Comments
x

Check Also

“საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა და დესტაბილიზაცია”

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ ვანო მერაბიშვილთან ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად ...